ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის მქონე 39 პირიდან 12-ს პნევმონია აქვს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მქონე 39 პირიდან 12-ს პნევმონია აქვს.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საყურადღებოა 3 ადამიანის მდგომარეობა, მათ შორის 2 ხანდაზმულია.

„39 პირიდან, ვისაც კორონავირუსი აქვს, 1 მოთავსებულია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, 3-საჩხერის სავადმყოფოში, 2 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

მათი კლინიკური მენეჯმენტი მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კლინიკური მართვის ჯგუფით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თენგიზ ცერცვაძე. ამ 39 ადამიანიდან პნევმონია დღევანდელი დილის მონაცემებით, 12-ს აქვს, მეტად საყურადღებოა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ხანდაზმული და მათზე მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსის მქონე 39 პირიდან 12-ს პნევმონია აქვს - ამირან გამყრელიძე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს