მთავრობა მუნიციპალიტეტებს სთხოვს, მოიჯარეებს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სავაჭრო ობიექტებით სარგებლობენ, იჯარის გადასახადი არ მოსთხოვონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თბილისთან ერთად, ყველა სხვა მუნიციპალიტეტში გაიცემა რეკომენდაცია, რომ მოიჯარეებს, რომლებიც სარგებლობენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სავაჭრო ობიექტებით, იჯარის გადასახადი არ მოსთხოვონ.

ამის შესახებ ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„დედაქალაქის მერის, კალაძის ინიციატივა, რომელიც ეხებოდა მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული იჯარით გაცემული გადასახადების შეჩერებას, სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებით, ეს რეკომენდაცია მიეცა ყველა სხვა მუნიციპალიტეტსაც. ყველა ამ ღონისძიებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია, გაითვალისწინოთ რეკომენდაციები, რომელიც სააკოორდინაციო საბჭოდან არსებობს და დავრჩეთ სახლში“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს