ნათია თურნავა - სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება - ლარსზე დგანან მანქანები, რომლებიც დატვირთულია ბურღულეულით, შაქრით და სხვა მოთხოვნადი საქონლით

სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთში განაცხადა. მისი თქმით, ლარსზე საკვები პროდუქტით დატვირთული მანქანები დგას და კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, შემოვა.

„მთავრობასთან მოქმედი საგანგებო შტაბის დავალებით, ჩვენ ვამუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომლითაც 8 დასახელების პირველადი მოხმარების საქონელზე, საკვებ პროდუქტებზე ფასები იქნება რეგულირებული და ამაში ჩვენ ყველანი ჩავერთვებით და ეს მექანიზმი იქნება შემოთავაზებული. ასევე მარაგები არის, ამა მარაგებში უნდა ჩავთვალოთ ის მარაგებიც, რომლებიც დღეს არის გზაში, უბრალოდ ლარსზე შეიქმნა პრობლემა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ჩართული გვყავს მათ შორის თბილკურორტების კომპანია , რომლიც გვეხმარება იმაში, რომ ზვავსაშიშროებისგან დავიცვათ მძღოლები და რაც შეიძლება მალე გავხსნათ ლარსი, რასაც სულ რამდენიმე დღეში ველოდებით. სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, გამომდინარე იქიდან, რომ თავად მაღაზიებშიც მარაგი არის. გარდა ამისა, ლარსზე დგანან მანქანები, რომლებიც დატვირთულია საქონლით, მათ შორის ბურღულეულით, შაქრით და სხვა მოთხოვნადი საქონლით, რომელიც ჩვენ ახლა გვესაჭიროება,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

თუ როგორ დაარეგულირებს სახელმწიფო პროდუქტებზე ფასების ზრდის შეჩერებას, მინისტრი ამბოს, რომ ამ საკითხე მუშაობა მიმდინარეობს.

,,ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, ერთი არის, როდესაც ფასების ზრდას აქვს ობიექტური საფუძველი, მათ შორის თუნდაც კურსთა ცვალებადობა, აქ ჩვენ მოვიფიქრეთ სპეციალური მექანიზმი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესთავაზა საზოგადოებას, რომლითაც რვა დასახელების პირველადი მოხმარების საქონელზე, საკვებზე, ფასები იქნება რეგულირებული და დაცული სხვადასხვა ცვალებადობისგან. გარდა ამისა, მეორე მექანიზმი ეს არის მონიტორინგი და კონტროლი , უსაფუძვლოდ არ მოხდეს ფასების ზრდა, არ მოხდეს გარკვეული სპეკულაციური ფაქტები. საბედნიეროდ, ასეთი ფაქტები არ არის მასობრივი, მაგრამ იქ სადაც ეს გამოვლინდება , ერთიანი ჯგუფებით, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები დადიან, ამოწმებენ და იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ .

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)