ჯანდაცვის მინისტრის მოადილე - საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანის პროცესში ხელოვნურ შეფერხებას ადგილი არ აქვს

ჯანდაცვის მინისტრის მოადილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელოვნურ შეფერხებას ადგილი არ აქვს.

როგორც გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის უწყება დადგენილ წესებს მიყვება, რათა უხარისხო ტესტების შემოტანა არ მოხდეს.

„ცალსხად მინდა ვუპასუხო ყველა იმ ექიმსა და კლინიკურ ლაბორატორიას, ვინც დაინტერესებულია სწრაფი ტესტების ქვეყანაში შემოტანით, იქნება ეს დიაგნოსტიკური თუ კვლევის მიზნებისთვის, რომ არანაირი ხელოვნული შეფერხება სამინისტროს მხრიდან არ არსებობს. სამინისტრო მიყვება დადგენილ წესს, რაც არის იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ უხარისხო და არადასაბუთებული მახასიათებლების პროდუქტის, ამ შემთხვევაში ტესტების შემოტანა ქვეყანაში. 5 განცხადება განიხილება რეგულირების სააგენტოს მიერ, სწრაფი ტესტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, აქედან სამი განცხადება არის სრულად წესრიგში, 2 შემთხვევაში მოვითხოვეთ დამატებითი საფუძვლები, როგორც კი იქნება წარმოდგენილი დამატებითი საფუძვლები, რეგულირების სააგენტო წარმოების პროცესს დაასრულებს. ამდენად, უნდა დავიცვათ ის წესები, რომელიც დაწესებულია ხარისხის უზრუნველყფითვის მიზნებისთვის, ხელოვნურ შეფერხებას ადგილი არ ჰქონია და არც სამომავლოდ ექნება“,- განაცხადა გაბუნიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს