მამუკა მდინარაძე - თითოეულ მოქალაქეს მინდა ვთხოვო, რომ დარჩნენ სახლში, თითოეული ჩვენგანი ვიყოთ ჯარისკაცები ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში

თითოეულ მოქალაქეს მინდა ვთხოვო, რომ დარჩნენ სახლში, რათა რისკები დავიყვანოთ მინიმუმზე და თითოეული ჩვენგანი ვიყოთ ჯარისკაცები ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ასე მიმართა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს მოქალაქეებს.

მდინარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ რეკომენდაციები.

“როდესაც სპეციალისტები საუბრობენ, რომ რისკების ნულამდე დაყვანა შეუძლებელია, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალურად რისკების შემცირება არამხოლოდ სახელმწიფოზე, თითოეულ მოქალაქეზეცაა დამოკიდებული, რომლებსაც მინდა ვთხოვო დაბეჯითებით, რომ დარჩნენ სახლში იმისთვის, რომ ეს რისკები დავიყვანოთ მინიმუმზე და თითოეულ ჩვენგანი ვიყოთ ჯარისკაცები ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ არამხოლოდ ექიმებს და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ მენეჯმენტს ძალიან ეფექტიანად ახორციელებენ, არამედ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ პასუხისმგებლობას იაზრებს მაქსიმალურად, ძალიან დიდი პროცენტი მოსახლეობის სწორად მიყვება რეკომენდაციების შესრულებას, მაგრამ სამწუხაროდ, გვაქვს და გვყავს გამონაკლისები, რომელთან დაკავშირებითაც მკაცრი რეგულაციების შემოღებაც კი მოგვიწია პარლამენტს. 1%-იც რომ იყოს ისეთი, რომელიც არ და ვერ იაზრებს პასუხისმგებლობას ამ გამოწვევის წინაშე ბრძოლაში, ეს 1%-იც შეიძლება ძალიან აფუჭებდეს საქმეს, ამიტომ აბსოლუტურად ყველას ვთხოვ, რომ გაითვალისწინოს შესაბამისი რეკომენდაციები”, - განაცხადა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო