ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ჯანდაცვიის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამედიცინო ქსელის მზაობაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოცემული მომენტისთვის იმ კლინიკებში, სადაც პირველი დღიდან მართავენ კორონავირუსის როგორც საეჭვო, ასევე დადასტურებულ შემთხვევებს, 558 საწოლია მობილიზებული.

„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჯანდაცვიის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამედიცინო ქსელის მზაობაზე. დღეისთვის უკვე სრულად მობილიზებულია 558 საწოლი იმ კლინიკებში, სადაც პირველი დღიდან მართავენ კორონავირუსის როგორც საეჭვო, ასევე დადასტურებულ შემთხვევებს. ესენი გახლავთ თბილისისა და ქუთაისის კლინიკები ინფექციური პროფილის და ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო, გორის სამხედრო ჰოსპიტალი და თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც მხოლოდ ამ მიზნებისთვის იქნა მობილიზებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, დღეს უკვე ჩამოყალიბებულია 25-მდე სამედიცინო დაწესებულების სია, სადაც ეტაპობრივად, ინფექციის გავარცელების ტენდენციებიდან გამომდინარე, არსებობს სრული მობილიზების კონკრეტული გეგმა.

„ჩვენი გეგმა დადასტურებული შემთხვევების მართვისთვის გახლავთ კონცენტრირებულად შერჩეულ კლინიკებში მათი გადაყვანა და იქ ამ შემთხვევების მართვა, რათა თავიდან ავიცილოთ ის რისკები, რაც ხშირად უკავშირდება ზოგად სამედიცინო ქსელში კორონავირუსის შემთხვევების მართვის დროს, შიდა გადაცემის აღკვეთას სრულად. ამდენად სამედიცინო პერსონალიც და საავადმყოფოების მენეჯმენტიც ძალიან აქტიურად ამ დღეებში თანამშრომლობენ ჯანდაცვის სამინისტროსთან იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს სრული მზაობა და დღეს დაგეგმილია შეხვედრა პრემიერთან კლინიკების ხელმძღვანელობის, რათა კიდევ ერთხელ გავიაროთ სრული სქემა მზაობის,“-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა პირველადი ჯანდაცვის რესურსების სრულად გამოყენების აუცილებლობას და მოსახლეობას მიმართა, პირველ რიგში, ოჯახის ექიმებთან გაიარონ კონსულტაცია

„სრულად მობილიზებულია პირველად ჯანდაცვის ქსელი. რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვა ჰოსპიტალური სექტორის მობილიზების მიუხედავად, რჩება ფრონტის წინა ხაზზე იმისთვის, რომ ოჯახის ექიმების აქტიური ჩართულობა გვქონდეს და გაგრძელდეს სატელეფონო კონსულტაციები ნებისმიერ შემთხვევაში. ამდენად, ჩვენი თხოვნა იქნება, პირველადი ჯანდაცვის რესურსიც გამოვიყენოთ მაქსიმალურად ოპტიმალურად და მივმართოთ ოჯახის ექიმს, ვიდრე სასწრაფო დახმარებას გამოვიძახებთ ან მივიღებთ გადაწყვეტილებას ჰოსპიტალში ვიზიტის შესახებ, გავიაროთ სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, რომელიც მოგვცემს სათანადო რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს