რომან გოცირიძე - საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე და ხელები დამიბანია, ასე არ არის, მას აუცილებლად სჭირდება თანმხლები ეკონომიკური დახმარების პროგრამა

საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე და ხელები დამიბანია, ასე არ არის, საგანგებო მდგომარეობას აუცილებლად სჭირდება თანმხლები ეკონომიკური დახმარების პროგრამა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟუნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, რამდენად არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება, ეს მთავრობამ უნდა შეაფასოს.

"საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება თუ არა, ყველაზე კარგად ამის აუცილებლობას უნდა მიხვდეს მთავრობა, რომელიც ფლობს გაცილებით მეტ ინფორმაციას, ვიდრე ჩვენ და ჩვენი თითოეული მოქალაქე. თუმცა, ამისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მათი პრეროგატივაა. საგანგებო მდგომარეობას მოჰყვება სხვა სირთულეები, მათ შორის, ეკონომიკის გაჩერების სახით, ამიტომ როდის უნდა იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება, ეს უნდა შეაფასოს მთავრობამ და მნიშვნელოვანია, ამის შემდეგ რა დახმარების პაკეტს შესთავაზებს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს. საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე და ხელები დამიბანია, ასე არ არის. ადამიანი, რომელიც ყოველდღიური შრომით შოულობდა სარჩოს - 60 000 ტაქსია საქართველოშო და აქედან 30 000 თბილისში და როცა ის სახლში დარჩება, უნდა იცოდეს, რომ შუქი არ გამოერთვება და წყალს არ გაუთიშავენ. საგანგებო მდგომარეობას უნდა ახლდეს მომზადებული ფინანსური, ეკონომიკური და საორგანიზაციო პაკეტი. საგანგებო მდგომარეობას აუცილებლად სჭირდება თანმხლები ეკონომიკური დახმარების პროგრამა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო