დავით ზალკალიანი - საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საკონსულოები და საელჩოები აღრიცხავენ.

„ეს, ბუნებრივია, ეფუძნება იმ ინფორმაციას, რომელსაც აღრიცხავენ ჩვენი საკონსულოები და საელჩოები. მხოლოდ იმ ადამიანების ზარებზეა ეს დამოკიდებული, ვინც უშუალოდ მიმართა საკონსულოებსა და საელჩოებს. გვაქვს რამდენიმე შემთხვევა საბერძნეთში, არის იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. ყველა ეს შემთხვევა არის მკაცრად აღრიცხული. ჩვენ ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ვართ კომუნიკაციაში. ყველა ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ აღრიცხული გვყავს, არის თვითიზოლირებული, რადგანაც ევროპის ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პიროვნება დაინფიცირებული და აქვს თუ არა სიმპტომები, საავადმყოფოები მათ სახლის პირობებში უწევენ რეკომენდაციას. ამიტომ ყველა მათგანს ჩვენ დავაკავშირებთ დაავადების კონტროლის ცენტრთან, რომ უკვე თბილისიდან მიიღონ მათ ჩვენი სპეციალისტებისგან შესაბამისი რეკომენდაცია კონკრეტული შემხვევებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო: საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა