დავით ზალკალიანი - თბილისში სპეციალური ჯგუფი გამოიყოფა, რომელიც უცხო ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების კითხვებს უპასუხებს

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, თბილისში ადამიანთა სპეციალური ჯგუფი გამოიყოფა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით უცხო ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების კითხვებს უპასუხებს.

როგორც ზაკალიანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მისმა უწყებამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად მიიღო და დეტალებზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„ჩვენი საკონსულოები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული და ხდება ზუსტი აღრიცხვა ყველა ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულ ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით. ჩვენ, ბუნებრივია, ვიმყოფებით მუდმივ კავშირზე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, დავგეგმეთ ერთობლივი ღონისძიება, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არიან უცხო ქვეყნებში და რჩებიან სახლის პირობებში, გადიან თვითიზოლაციას, მათ უამრავი კითხვა აქვთ, ბევრ ქვეყანაში მათ ამ კითხვაზე პასუხები არ აქვთ, ამიტომ საკონსულოები და საელჩოები ვცდილობთ დავეხმაროთ, რომ მათთვის მნიშნელოვანი ინფორმაცია მიიღონ.

ჩვენ შევთანხმდით, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომ თბილისში სპეციალური მიმართულებით გამოიყოს რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ზუსტი პასუხი მისცენ. ამის შესახებ ამ წუთებში მიმდინარეობს მსჯელობა საგარეო საქმეთა საინისტროში სამინისტროსა და დაავადებათა ცენტრს შორის და როგორც კი გვეცოდინება, რა დროის მანძილზე იქნება შესაძლებლი ამ რეკომენდაციების გაცემა, ჩვენი საკონსულოები და საელჩოები ცხელ ხაზზე და ასევე ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებენ ამ ინფორმაციას და ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არიან საზღვარგარეთ, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ რეკომენაციები ონლაინ რეჟიმში ჩვენი სეციალისტებისგან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!