მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვერსიის დონეზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვერსიის დონეზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ აღნიშნა, თუ საბოლოო რეკომენდაცია ასეთი იქნება, საქართველოს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს.

„ბუნებრივია, ვერსიის დონეზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი განიხილება. თუ შესაბამისი სპეციალისტების საბოლოო რეკომენდაციები იქნება, საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს. დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგულაციების მაქსიმალურად გამკაცრებას, მიდგომებისა და შეზღუდვების მაქსიმალურად გამკაცრებას, რაც გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მთავარი პრიორიტეტიდან და ეს მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დადგება, რაც შესაძლებელია მოხდეს, ამისგან დაზღვეული არც ერთი ქვეყანა არ არის, საქართველოს პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს”, - განაცხადა მდინარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა