გია ვოლსკი - მინდა, დეპუტატების ნაწილი და საზოგადოება დავარწმუნო, როგორც კი ამის აუცილებლობა იქნება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

მინდა, დეპუტატების ნაწილი და საზოგადოება დავარწმუნო, როგორც კი ამის აუცილებლობა იქნება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები წინ უსწრებს იმ ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებს, რომლებსაც განსაკუთრებული მდგომარეობა უკვე გამოცხადებული აქვთ.

„მინდა, დეპუტატების ნაწილი და საზოგადოება დავარწმუნო, როგორც კი ამის აუცილებლობა იქნება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. ნაბიჯები, რომელიც ჩვენ გადავდგით, გაცილებით წინ უსწრებს იმ ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებს, რომლებსაც ეს განსაკუთრებული მდგომარეობა უკვე გამოცხადებული აქვთ. როგორც სამედიცინო, ისე ეკონომიკური და სხვა მიმართულებების მაღალი დონის ექსპერტები ყოველდღიურ ანალიზს აკეთებენ და ზუსტად ისე მოქმედებენ, როგორც ვითარება მოითხოვს. ასე, რომ ეს თემა უყურადღებოდ არ არის. თუ ამის საჭიროება იქნება, ხელისუფლება არ დააყოვნებს სათანადო ზომების მიღებას“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა