ლევან დავითაშვილი - სასურსათო მარაგები გვაქვს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროდუქტზე ფასის ზრდის და დეფიციტის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასურსათო მარაგები ქვეყანაში გვაქვს და რამდენიმე პროდუქტზე შეფერხება საზოგადოების პანიკური ქცევით იყო გამოწვეული.

„სასურსათო მარაგები გვაქვს. რამდენიმე პროდუქტზე იყო შეფერხება, რაც პანიკური ქცევით იყო გამოწვეული. ასევე მეორე ფაქტორი უკავშირდებოდა გარემო ფაქტორებს, კლიმატს, იმის გამო, რომ ჩვენ ვერ ვახდენდით კონკრეტული პროდუქტების შემოტანას, რომელიც შეძენილია. იცით, რომ ამინდი სწორდება, გზის გამწმენდის სამუშაოები მიმინარეობს იმისთვის, რომ ტვირთი, რომელიც სახმელეთო გზით შემოდის საქართველოში, ლარსიდან შემოვიდეს. იმედი მაქვს, გამოსწორდება მდგომარეობა შავ ზღვაზეც და ის გემები, რომელიც დატვირთულია სურსათით და შემოსულია ქვეყანაში, ჩამოიცლება. ფასის ზრდის და დეფიციტის არანაირი საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინოს თითოეულმა მოქალაქემ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა