სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 122-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 122-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტორისიანმა განაცხადა.

ცნობისთვის, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ყველაზე მეტად ორი კლასტერი ფიგურირებს. ერთი ქალაქი ეჩმიადინი, რომელიც ერევანთან მდებარეობს. აღნიშნულ შემთხვევაში, სომხეთის მოქალაქემ, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა წვეულება მოაწყო, რომლის რამდენიმე დამსწრე კორონავირუსით დაინფიცირდა.

რაც შეეხება მეორე კლასტერს, ეს ერევანთან არსებული სამკერვალო ქარხანაა. ქვეყნის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სამკერვალოში იტალიელი ინსტრუქტორი ჩამოვიდა, რომელმაც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამალა. „ის წავიდა და ასეთ მდგომარეობაში დაგვტოვა“,-განაცხადა ფაშინიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო