დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, პირბადეები, რომელიც „აჭარა ტექსტილში“ იკერება, უსაფრთხო და მრავალჯერადი გამოყენებისაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსის გელა მგელაძის განცხადებით, პირბადეები, რომელიც კომპანია ,,აჭარა ტექსტილში“ იკერება უსაფრთხო და მრავალჯერადი გამოყენებისაა.

„ეს პირბადეები, რომლებიც დამზადებულია,დოლბანდის 12 შრისგან არის გაკეთებული, ანუ მისი ეფექტურობა ამ შრეების რაოდენობის მიხედვით არის განსაზღვრული. ამიტომაც იმ მოთხოვნებს, რომელიც არსებობს ნიღბების მიმართ, აბსოლუტურად აკმაყოფილებს . ამასთანავე, მისი გამოყენება რამდენიმეჯერ შეიძლება, კერძოდ, სარეცხი საშუალებით ცხელ წყალში გარეცხვა, შემდეგ ცხელი უთოთი დაუთოება. სამ საათში ერთხელ უნდა მოხდეს პირბადის გამოცვლა . თვითონ საწარმო აკმაყოფილებს სტანდარტებს, აქ ყველაფერია ორგანიზებული იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხალხი მუშაობს, ინფექციის გავრცელების პრევენცია მოხდეს. დაყენებულია თერმოსკანერები, ყოველდღიურად ხდება პერსონალის შემოწმება, ასევე პერსონალი მუშაობს ნიღბებითა და ხელთათმნებით. აქ ინფექციის გადაცემის საფრთხე არ არის“, - განაცხადა გელა მგელაძემ.

ფოთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმყოფებოდა. იგი კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვია და პირბადეების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. კომპანია „აჭარა ტექსტილი“პირბედეების პირველ პარტიას დღეს გამოუშვებს. 500 000 პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
3-მილიარდიანი ინვესტიცია დედაქალაქის ცენტრში - Tbilisi Hills Golf & Residences ინოვაციური განვითარების ხედვით
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"