რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, მათთან მოთავსებული ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკური საავდმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გუშინ კორანავირუსზე კვლევა ექვს პაციენტს ჩაუტარდა და მათგანს ახალი კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 45 პაციენტია. დღის განმავლობაში რამდენიმე პაციენტი წავიდა, რამდენიმე მივიღეთ. გუშინ ჯამურად ექვს პაციენტს ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე და ყველა ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს, ამ წუთას, ხუთ პაციენტს უღებენ ანალიზს და მათ პასუხებს დაველოდებით.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ყველა პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ჩვენთან არის, დამაკმაყოფილებელია. ორს აღენიშნება პნევმონიის ნიშნები, მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა ეს პნევმონია, არ არის კოვიდთან ასოცირებული“,-განაცხადა ლევან გოფოძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა იმ საკარანტინო სივრცეებზე, რომლებსაც რესპუბლიკური საავადმყოფო კურირებს და აღნიშნა, რომ ამ საკარანტინე სივრცეებში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.

„რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, რომლებსაც კურირებს რესპუბლიკური საავადმყოფო, მოგეხსენებათ ასეთი სამია. ეს არის; ისანი, დიღომი და რუსთავი. ამ საკარნტინე სივრცეებში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა უჩნდებათ, სასწრაფო წესით გადაგვყავს სხვადასხვა კლინიკაში, თუ საჭიროა ჩვენთანაც, გააჩნიათ რა კლინიკური სიმპტომები ექნებათ გამოხატული“,-დასძინა გოფოძემ.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს