ეკატერინე ტიკარაძე - მოსალოდნელია ინფიცირებულთა ზრდა, რადგან სარისკო ქვეყნებიდან ჩამოსული 2000-მდე მოქალაქე კარანტინსა და თვითიზოლაციაში გვყავს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია, რადგან „საქართველოს 2000-მდე მოქალაქე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში, საკარანტინო ზონებსა და თვითიზოლაციაშია“.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სიფრთხლე და მობილიზება საჭიროა.

„მინდა საზოგადოება კიდევ ერთხელ დავამშვიდო, არ გვაქვს პანიკის საფუძველი. თუმცა არ გვქონდეს პანიკის საფუძველი არ ნიშნავს იმას, არ ვიყოთ ფრთხილად, არ ვიყოთ მობილიზებულები და არ გავითვალისწინოთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული ყველა რეკომენდაცია. ჩვენთვის აუცილებელია მივდიოთ ყველა რეკომენდაციას, შევასრულოთ ისინი მკაცრად, დავიცვათ სოციალური დისტანცირება, რათა ჩვენც სოლიდარობა გამოვუცხადოთ ექიმებს. პროგნოზი ეფუძნება პირველ რიგში, იმ ფაქტს, რომ 2000-მდე ჩვენი მოქალაქე, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში და ამ ეტაპზე რისკი მომატებულია ევროპაში საგანგაშოდ, არის საქართველში, იმყოფება საკარანტინო და საიზოლაციო ზონებში, თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ამ მოქალაქეებში, რა თქმა უნდა, ველოდებით რიცხვის ზრდას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ ვაცხადებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ მზაობას და ვემზადებით შემდეგი პაციენტების მიღებისთვის, რისთვისაც გვინდა ვიყოთ სრულიად მობილიზებულები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა