ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თვითიზოლაციაში არიან კორონავირუსით ინფიცირებული იმ პირის ახლობლები, რომელიც წლისთავზე იმყოფებოდა

ყველა პირი, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე, არის იდენტიფიცირებული, ისინი არიან თვითიზოლაციაში, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ არიან გამოვლენილები ის ადამიანები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტთან ერთად წლისთავზე იმყოფებოდნენ. ტიკარაძის განცხადებით, ყველა ამ ადამიანზე დაკვირვება მიმდინარეობს.

“როგორც ცნობილია, რა თქმა უნდა, ყველა პიროვნება, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე, არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე და ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება”, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთ-ერთი 80 წელს გადაცილებული ქალია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა