მეუფე იოანე - ზიარება უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება - სააღდგომო ლიტურგიას რაც შეეხება, ამაზე აღდგომა რომ მოვა, მერე ვისაუბრებთ

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ზიარების წესთან დაკავშირებით გაჟღერებულ მოსაზრებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება. რაც შეეხება სააღდგომო მღვდელმსახურების წესს, მეუფემ განაცხადა, რომ ამაზე მომავალში ისაუბრებენ.

„ზიარების წესი არ იცვლება. ზიარება ჩვენი არ არის, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება.

სააღდგომო ლიტურგიას რაც შეეხება, ამაზე აღდგომა რომ მოვა, მერე ვისაუბრებთ. ერთ რამეს ვერ ვიაზრებთ, რომ არის ერთი სულიერი, მარადიული ცხოვრება და არის წარმავალი განზომილება და ამის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. შეიძლება, რაღაც საკითხებში ემთხვეოდეს და რაღაც საკითხებში არა, მაგრამ ეკლესია მარადიულ ღირებულებებს ემსახურება"- განაცხადა მეუფემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო