ეკატერინე ტიკარაძე - ძალიან მნიშვნელოვანია „აგრესიული ტესტირება“ - მოლაპარაკებები გვაქვს სამხრეთ კორეასა და ჩინეთთან, რადგან მათ  საუკეთესო გამოცდილება აქვთ

ჩვენ დავაანონსეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია „აგრესიული ტესტირება“. ჩვენ გვაქვს სამთავრობო მოლაპარაკებები სამხრეთ კორეასა და ჩინეთთან, ვინაიდან ამ ქვეყნებს აქვთ საუკეთესო გამოცდილება , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი მომწოდებელია დღეს ბაზარზე, მაგრამ საქართველოს ტესტების არჩევასთან დაკავშირებით, შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტესტების ხარისხი შემოწმდეს, იმისთვის რომ გარკვეული გადაცდომები არ ჰქონდეს, რისი შედეგიც შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს ჩვენთვის. და იქიდან გამომდინარე რომ მთავრობას აქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული ადამიანების მკურნალობაზე, ჩვენ გვინდა, რომ დიაგნოსტიკის კომპონენტშიც მაქსიმალურად მკაფიო გეგმა და უმაღლესი ხარისხი გვქონდეს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს. შესაბამისად, გამარტივების გზით წასვლის უფლება ჩვენ არ გვაქვს, ვინაიდან, აქ ჩვენ გვაქვს გარკვეული საფრთხე იმის, რომ დადასტურების ან არდადასტურების შემთხვევაში იყოს დიდი ცდომილება. ჩვენ ნებისმიერ შემთხვეევაში ვირჩევთ ხარისხს და ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენთვის უპირველესი და უმნიშვნეელოვანესია ტესტირების ხარისხი," - განაცხადა ტიკარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო