იაპონიის ვიცე-პრემიერი - ოლიმპიური თამაშები, „ტოკიო 2020“ დაწყევლილია

იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ოლიმპიური თამაშები „ტოკიო 2020“ დაწყევლილია. იგი თავის მოსაზრებას იმით ხსნის, რომ ოლიმპიადა ყოველ მეორმოცე წელს გარკვეული მიზეზების გამო ფერხდება და მაგალითად 1940 წლის და 1980 წლის ოლიმპიადები დაასახელა. 1940 წელს ზაფხულის ოლიმპიადა მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარდა, ხოლო 1980 წელს მრავალმა ქვეყანამ საბჭოთა კავშირში გამართულ ოლიმპიადას რუსეთის მიერ ავღანეთში შეჭრის გამო ბოიკოტი გამოუცხადა.

„ოლიმპიური თამაშები, რომელიც 1940 წელს უნდა გამართულიყო არ ჩატარდა, 1980 წლის მოსკოვის თამაშები ნახევრად ჩატარდა დასავლეთის ქვეყნების ბოიკოტის გამო. კიდევ ერთი 40 წელი წელს სრულდება. მედიას მოეწონება ეს გამოთქმა თუ ვიტყვი, რომ ეს დაწყევლილი თამაშებია -ეს რეალობაა“,- აღნიშნა იაპონიის ვიცე-პრემიერმა ტარო ასომ.

ცნობისთვის, წელს ზაფხულში ოლიმპიური თამაშები ტოკიოში უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით, ოფიციალური გადაწყვეტილება თამაშების გადადების ან გაუქმების შესახებ არ მიღებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო