„ნიუ ვიჟენ - საუნივერსიტეტო კლინიკის“ წარმომადგენელი - მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

„ნიუ ვიჟენ - საუნივერსიტეტო კლინიკამ“ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მის ხელთ არსებული რესურსების გამოყოფის მზადყოფნა გამოთქვა, - ამის შესახებ განცხადება კლინიკის წარმომადგენელმა ეკა აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. კლინიკის წარმომადგენლის ინფორმაციით, ჰოსპიტალს რესურსში 125 საწოლი და 18 სასუნთქი აპარატი აქვს.

„ჩვენ მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზოგადოებას აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს საწოლფონდისა და სასუნთქი აპარატების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კოორდინირებულად მოხდეს სახელმწიფოში მუშაობა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა. ჩვენი საწოლფონდი არის 125 საწოლი, რომელიც მოიცავს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 26 საწოლს და ასევე, დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 18 სასუთქი აპარატი,“- განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

მისი თქმით, კლინიკის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურთან ის პრობლემური საკითხებიც დააყენეს, რომელიც ყველა მათგანს ეხება.

„ეს ეხება განსაკუთრებული აუცილებლობის სახარჯი მასალების დეფიციტს ბაზარზე და მთავრობის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა, რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ მოხდეს აუცილებელი სახარჯი მასალებით აღჭურვა კლინიკების. ასევე, მინდა მოვუწოდო მომწოდებელ კომპანიებს, რომ ამ დროს ნამდვილად მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახარჯი მასალების სწორი განაწილება. შესაბამისად, ის, რომ შესაძლოა მათ 10 ან 20 ათასი პირბადე ჰქონდეთ ან სადეზინფექციო ხსნარი და მხოლოდ 1 ან 2 კლინიკაზე მოხდეს ამის განაწილება, ეს ნამდვილად არ ნიშნავს სწორ განაწილებას,“- განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს