ნათია თურნავა - დაახლოებით 2000 საკარანტინო ადგილი გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია გავაორმაგოთ

ამ მომენტისათვის დაკონტრაქტებული გვაქვს ათობით განთავსების ობიექტი, სხვადასხვა ზომის სასტუმრო საქართველოს მასშტაბით და გვაქვს დაახლოებით 2000 საკარანტინო ადგილი და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გავაორმაგოთ ეს რაოდენობა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უცხეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს გამზადებული საკარანტინო სივრცეები დახვდეს.

”ამ მომენტისათვის დაკონტრაქტებული გვაქვს ათობით განთავსების ობიექტი, სხვადასხვა ზომის სასტუმრო საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 2000 საკარანტინო ადგილი გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია გავაორმაგოთ ეს რაოდენობა. მათ შორის ნაწილი არის დაკავებული, ნაწილი - ივსება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები პერიოდულად ჩამოსაყვანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ამას ემსახურება “აირზენა”, უნდა დავხვდეთ ამ თვითმფრინავებს და ამ მოქალაქეებს გამზადებული თავისუფალი საკარანტინო სივრცეებით. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა. სხვადასხვა სასტუმროში სხვადასხვა თანხა ჯდება, გააჩნია თვითღირებულებას, ღირებულებაც შეიძლება იყოს ცოტა განსხვავებული, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველა სასტუმრო იჩენს მაქსიმალურად სოციალურ პასუხისმგებლობას, საქმე არა გვაქვს საქმე განსაკუთრებით გაზრდილ თანხებთან. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი დღეს არის გადაწყობილი მთლიანად ამ ახალ პრიორიტეტზე, რაც არის მოსახლეობის დაცვა კორონავირუსის ინფექციის შემდგომი გავრცელებისაგან. მთავარ აქცენტს ვაკეთებთ პრევენციაზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებით რაც იქნება საჭირო, ყოველთვის გავიღებთ თანხებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ .

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო