„ვივამედის“ გენერალური დირექტორი - მთლიანად მობილიზებული ვართ - ჩვენი კლინიკა არის 220-საწოლიანი და მართვითი სუნთქვის 30 აპარატი გვაქვს

მთლიანად მობილიზებული ვართ, ხვალვე რომ მოხდეს, ფორსმაჟორის რეჟიმში კლინიკას შეუძლია ასეთი პაციენტების მიღება, - ამის შესახებ სამედიცინო ცენტრი „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ ჯანდაცვის მინისტრისა და კერძო კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკა „ვივამედს“ 220 საწოლი და მართვითი სუნთქვის 30 აპარატი აქვს.

„მთლიანი კერძო სექტორი გვერდით უდგას სახელმწიფოს და ხალხს იმიტომ, რომ ეს ყველას ეხება. ყველა კლინიკამ გამოთქვა საკუთარი მზადყოფნა, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს სახელმწიფოს ყველანაირი სცენარის განვითარების შემთხვევაში. ჩვენი კლინიკა არის 220 საწოლზე და გვაქვს 30 მართვის სუნთქვის აპარატი. მთლიანად მობილიზებულები ვართ, ხვალვე რომ მოხდეს ფორსმაჟორის რეჟიმში კლინიკას შეუძლია ასეთი პაციენტების მიღება. ეს ყველაფერი გათვლილია დეტალებში, სახელმწიფოს მხრიდან არსებობს გეგმა ვინ როდის, როგორ უნდა მოიქცეს და ჩვენ მკაცრად მივდევთ ამ გეგმას,“ - განაცხადა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო