თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის, „ბილაინის“ ყველა მაღაზია დროებით იხურება

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, „ბილაინი“, ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, 2020 წლის 20 მარტს, 18:00 საათიდან კეტავს ყველა მაღაზიას საქართველოს მასშტაბით და სრულად გადადის აბონენტთა დისტანციურ მომსახურებაზე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბილაინიდან“ აცნობეს, გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით.

მათივე ცნობით, მაღაზიები 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დახურული იქნება.

„ბილაინის“ აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი მომსახურება მიიღონ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციური არხებით: აპლიკაციით MyBeeline App, განახლებული ვებგვერდით www.beeline.ge, ასევე facebook-ისა და ონლაინ ჩატებით. აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია ბილაინის სატელეფონო ცენტრიც.

„ბილაინმა“ ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების მიღება და დღესაც აქტიურად განაგრძობს. უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ საქართველოში ვირუსის დაფიქსირებისთანავე დახურა მაღაზიები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა სათავო ოფისი. ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ განახორციელონ ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე. აბონენტებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში საზღვრების დახურვის გამო ამ დროისთვის საქართველოში ვერ ბრუნდებიან, შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის, ბილაინი საჩუქრად ურიცხავს მობილურ ინტერნეტს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა