მაია მახარაშვილი - სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არის 200 საწოლი, 23 სუნთქვის აპარატი და ინტენსიური ბლოკები

კერძო სექტორი მზად არის კადრებით, საწოლებით და სასუნთქი აპარატებით, რისი რაოდენობაც ქვეყანაში საკმარისია, - ამის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა განაცხადა.

როგორც მახარაშვილმა აღნიშნა, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში განთავსებულია 200 საწოლი, 23 სუნთქვის აპარატი და ინტენსიური ბლოკები. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის დაცლის ბრძანება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან 48 საათით ადრე გაეგზავნებათ.

„ჯანდაცვის სამინისტროს აქვს თავისი გეგმა, რომლის მიხედვითაც თავიანთი პროგნოზებით გათვალისწინებული აქვთ საწოლების რაოდენობა. რა თქმა უნდა, ერთბაშად ყველა საწოლის გათავისუფლების საჭიროება არ იქნება, იმიტომ, რომ სხვა პაციენტებიც უნდა განთავსდნენ სადმე. სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არის 200 საწოლი, 23 სუნთქვის აპარატი და ინტენსიური ბლოკები. საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შეტყობინება მოვა 48 საათით ადრე იმისთვის, რომ მოხდეს კლინიკის დაცლა. ყველაზე ცუდ სცენარშიც, თუ მოხდა ინფიცირებულების დიდი აფეთქება ყველა კლინიკა უნდა იყოს ამისთვის მზად , “ - განაცხადა მაია მახარაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა