ქართული საცალო ბიზნესის ასოციაციის ინფორმაციით, 19 მარტიდან დროებით სავაჭრო ცენტრებსა და მოლებში განთავსებული ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილი იხურება

ქართული საცალო ბიზნესის ასოციაციის განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, 19 მარტიდან 1-ელ აპრილამდე სავაჭრო ცენტრებში და მოლებში განთავსებული 400-მდე მაღაზია იხურება.

როგორც ასოციაციაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, 1-ელ აპრილამდე იხურება შემდეგი მაღაზიები: “ვაიკიკი”, “ოვს”, “ტერანოვა”, “პენტი”, “მატალანი”, “კოლეზიონე”, “ბატა”, “ეკო”, “ჯეოქსი”, “კორსო იტალია”, “ოკაიდი”, “ჯაკადი”, “პარფოისი”, “ავ ლაბი”, “ლევის”, “ლი”, “ლაკოსტი”, “გესი”, “მავი”, “ფექტორი”, “ატრიო”, “კიდს გალერი”, “ზარა”, “ბერშკა”, “პულ ენდ ბეარი”, “მასიმო დუტი”, “კოტონი”, “ნორს ფეისი”, “ტიმბერლენდი”, “დიზელი”, “მაგელანი”, “მინიო”, “ართ თაიმი”, “ვაბენე”, “ტრუსარდი”, “ბენე შუზი”, “პულ ლავი”, "კელვინ კლაინი”, “ბოგი მილანო”, “რომანი”.

"გვინდა მოგახსენოთ რომ ჩვენი კომპანიები წარმოადგენენ და ოპერირებას უწევენ სავაჭრო ცენტრებში ან/და მოლებში განთავსებულ მაღაზიებს.

ვითვალისწინებთ, რა რომ დღეის მონაცემებით ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადავიდა, გამოცხადებილია მსოფლიო პანდემია და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური და კოორდინირებული ღონისძიების განხორციელება ვირუსთან საბრძოლველად და ვემორჩილებით რა საქართველოს მთავრობის სავალდებულოდ შესასრულებელ რეკომენდაციებს, თავი ავარიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, ამასთან, ვიჩენთ რა მაღალ საზოადოებრივ პასუხისმგებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ სავაჭრო ცენტრები და მოლები და მათში განთავსებული ჩვენი ობიექტები წარმოადგენენ პოტენციალურად კორონავირუსის გავრცელების კერას, მივიღეთ გადაწყვეტილება შექმნილი „ფორს-მაჟორული“ გარემოებიდან გამომდინარე, 2020 წლის 19 მარტიდან, 2020 წლის 1 აპრილამდე დროებით დავხუროთ სავაჭრო ცენტრებში განთავსებული ჩვენი ყველა სავაჭრო ობიექტი.

ამასთან, მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა, ბიზნეს სექტორზე საგრძნობლად უარყოფითი ცვლილებები მოახდინა გაყიდვების მიმართულებით, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო მთელი რიგი გადაწყვეტილებები და გამოსცა რეკომენდაციები როგორც ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის, ისე საჯარო თავშეყრის ადგილების დროებითი დახურვის შესახებ. ამასთან, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც მოსალოდნელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და სავაჭრო ცენტრების დროებითი დახურვის წანაპირობას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე გამოვთქვამთ აუცილებელ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ სახელმწიფოს ორგანოებთან რათა ერთობლივი ძალისხმევით და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ არსებული რთული ვითარებიდან.

ამავე დროს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ფინანსური ინსტიტუტების (ბანკების) ასევე სავაჭრო ცენტრებისა და სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერა და პროცესების ერთობლივი კოორდინირება",-აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 400 ობიექტში ჯამში 8000 ადამიანია დასაქმებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა