სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტი აირჩევს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტი აირჩევს.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (87 მომხრე) პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, რეგლამენტს ემატება 208 პრიმა მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა პარლამენტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეობის ერთ ან რამდენიმე კანდიდატს წარუდგენს, საიდანაც პარლამენტი ერთ მათგანს აირჩევს. ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გათვალისწინებულია მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატ(ებ)ის საკომიტეტო მოსმენებიც და დგინდება ამ კანდიდატ(ებ)ის რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობა

მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრის კენჭს. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად ასარჩევად წარდგენილი იქნება, თუ კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

თუ კენჭისყრის შედეგად მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად ასარჩევად წარდგენისთვის საჭირო რაოდენობის პარლამენტის წევრთა ხმები, საქართველოს მთავრობის შესაბამისი წარდგინების საფუძველზე ზემოაღნიშნული პროცედურა ხელახლა იწყება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო