დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია -  ვირუსის კი არა, მარადიული სიკვდილის უნდა გვეშინოდეს, რომელსაც ურწმუნოება და უღმერთობა იწვევს

მინდა, გამოვეხმაურო იმ ადამიანებს, რომლებიც დროებით ტაძრების დაკეტვას და წირვა-ლოცვების შეჩერებას მოითხოვენ. ამის გაკეთება დაუშვებელია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეკლესიების დროებით დაკეტვა „ქართველი ერის სიკვდილის გზა იქნება“.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ ადამიანებს, რომლებიც დროებით ტაძრების დაკეტვას და წირვა-ლოცვების შეჩერებას მოითხოვენ. ამის გაკეთება დაუშვებელია. ეს იქნება ჩვენი ერის სიკვდილის გზა, რადგან ჩვენი ხსნა და გადარჩენა მხოლოდ ეკლესიაშია, რომელიც ქრისტეს მისტიური სხეულია.

ჩვენ ვირუსის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვეშინოდეს მარადიული სიკვდილის, რომელსაც ურწმუნოება და უღმერთობა იწვევს. დღეს თითოეული ჩვენგანის გამოცდის ჟამია, რამდენად გვწამს და გვჯერა უფლის. დღეს ღვთის გარეშე წარმოუდგენელია ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ეს კარგად უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ, თორემ ძალიან დავმარცხდებით,“ - განაცხადა ერქვანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა