გიორგი ვაშაძე - მორჩით ტელევიზიებთან კეკლუცს და დროულად ჩამოიტანეთ სწრაფი ტესტები, ეს არის ახლა ნომერ პირველი ამოცანა

პარტია "ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიუროკრატიის გამო, ხუთი კომპანიის მიერ ტესტების შემოტანაზე უარის თქმა არის შეცდომა და არ გამორიცხავს, რომ სწრაფი ტესტების საფასურით სპეკულირება მოხდეს.

ოპოზიციონერი ლიდერი მზადყოფნას გამოთქვამს, შესაბამისი უფლებამოსილების მიღების შემთხვევაში ჩინეთიდან ნაჩუქარი 1000 ტესტი ჩამოიტანოს.

"მე მინდა კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობას მივმართო : ვირუსთან ბრძოლა ტელევიზიებთან კეკლუცობა და ბრიფინგის ბრიფინგზე ჩატარება კი არ არის, არამედ კონკრეტული საქმის კეთება. დღეს საქართველოში მთავარი პრობლემა არის, რომ სწრაფი ტესტები ვერ კეთდება კორონავირუსთან დაკავშირებით, მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ყველა ქვეყანაში ეს უკვე არის. უკრაინაში მასიურად არის დარიგებული. დღეს გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და გვეუბნება, რომ რაღაც ბიუროკრატიული პროცედურიდან გამომდინარე ხუთ კომპანიას უარი უთხრეს ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით. ხალხნო, ეპიდემიის ზღვარზე ვართ, ყველას უნდა, რომ ტესტი გაიკეთოს იმისთვის, რომ დარწმუნდეს, მას არ აქვს ეს დაავადება და თქვენ ამ დროს ბიუროკრატიაში ხართ ჩაფლულები. ხელში მაქვს დოკუმენტები, რომ შემდგომში არ ისპეკულიროთ ფასებთან დაკავშირებით და არ გამიკვირდება, რომ ვინმეს ხელის მოთბობა უნდოდეს ხალხის გაჭირვებაზე. ჩინეთში არის ყველაზე მაღალი ღირებულება სწრაფი ტესტის და პისიარ ტესტის ღირებულება ათი დოლარია და არა მეტი. ამერიკის წამლის სააგენტო გამოვიდა და თქვა, რომ ხსნის ყოველგვარ ბიუროკრატიას, ყველაზე ბიუროკრატიული სააგენტო, ყოველგვარ შეზღუდვას ხსნის და მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ, სადაც უნდათ, კერძო თუ საჯარო ლაბორატორიაში გამოიყენონ სწრაფი თუ სხვადასხვა ტიპის ტესტები, რომლითაც კორონავირუსის დეტექცია მოხდება. ჩვენთან ბიუროკრატიას ქმნის ჯანდაცვის სამინისტრო. ექიმები დღე და ღამე მუშაობენ იმისთვის, რომ ინფიცირებულ ადამიანებს უმკურნალონ, ჯანდაცვის სამინისტრო რაღაც ბიუროკრატიებს ქმნის. აგრესიულ ტესტირებაზე, რომ ამბობთ, 1000 ტესტერი ვერ ჩამოგიტანიათ ჩინეთიდან ნაჩუქარი და რომელი აგრესიული ტესტი უნდა გააკეთოთ? გამოსავალი არის ძალიან მარტივი - ყველა კერძო ლაბორატორია უნდა ჩართოთ პროგამაში, ხელის შეშლა მყისიერად უნდა მოხსნას, ყოველგვარი რეგულაცია უნდა მოიხსნას ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით და ელემენტარულად წაიკითხეთ მაინც ინტერნეტში როგორ მოახერხა ჩინეთმა, რომ 24 საათის მანძილზე არც ერთი ინფიცირებული არ ჰყავთ. ეს კომპლექსური მიდგომით მოხდა - სწრაფი ტესტი და სწრაფად გადახარისხება თითოეული მიმართვიანობით“,-აცხადებს ვაშაძე.

ის პრემიერ-მინისტრს მიმართავს და აცხადებს, რომ ეს პირადად გახარიას პასუხისმგებლობაა, რომ დღემდე საქართველოში სწრაფი ტესტი არ არის.

„არ მოგცემთ უფლებას ხალხის გაჭირვებით ისპეკულიროთ და მოითბოთ ხელი ამ ყველაფერზე. თქვენს ადგილზე, რომ ვიყო თვითმფრინავით ჩავფრინდებოდი ჩინეთში და სასწრაფოდ ჩამოვიტანდი ამ ტესტებს, თუ თქვენ ვერ აკეთებთ, მზად ვართ ჩვენ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მოგვეცით შესაბამისი უფლებამოსილება, რაც არის გასაკეთებელი. ხალხი ქუჩაში ვერ დადის, ხელს არ ართმევს ერთმანეთს, ყველა პროცედურას იცავს და თქვენ კიდე ამდენი ხანია გამოდიხართ და პრესკონფერენციას პრესკონფერენციაზე ატარებთ და კამერებთან კეკლუცობთ, გინდათ, რომ ქულები ჩაიწეროთ და ადამიანების შემოწმებაზე პროცედურა ვერ მოაგვარეთ. მივმართავ, ჯანდაცვის სამინისტროს, დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი და მივმართავ, პირადად გახარიას, ეს თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ დღემდე საქართველოში არ გვაქვს არც სწრაფი ტესტი. სწრაფი ტესტის ფასი არის ძალიან დაბალი და მისით სპეკულაცია არ მოახდინოთ, სამ მილიონზე მეტი ტესტი გვჭირდება, უნდა ჩამოვიდეს და თითოეულმა ადამიანმა შემოწმება უნდა გაიაროს", -აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო