მარინა ეზუგბაია - 24 საათის განმავლობაში 25-მა პაციენტმა მოგვმართა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოს ბოლო 24 საათის განმავლობაში 25-მა პაციენტმა მიმართა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 15 პაციენტის პასუხი ახალ კორონავირუსზე ხვალ დილით გახდება ცნობილი.

„გუშინ ღამიდან დღეს დილამდე 10 პაციენტზე ავიღეთ უარყოფითი ტესტი, 10 პაციენტი შემოვიდა. ამ პაციენტების ტესტირების შემდეგ, კიდევ 15 ადამიანი მივიღეთ. გამოდის, რომ დაახლოებით 24 საათის განმავლობაში 25-მა პაციენტმა მოგვაკითხა. ამ პაციენტების ტესტირების შემდეგ, ხდება მათი შეფასება, ზოგი გადის საკარანტინო სივრცეში, ზოგი-თვითიზოლაციაში. არსებულ თავისუფალ ადგილებზე ახალი პაციენტების მიღება გრძელდება. დღეს, გვიან 15 პაციენტის პასუხს ველოდებით, ამიტომ მათ შესახებ ტესტირების პასუხს ხვალ დილით გაიგებთ“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 40 შემთხვევაა გამოვლენილი, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ის თვითიზოლაციას გადის. კარანტინის რეჟიმში 1592 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 262 პირი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა