რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა კორონავირუსის პანდემია განიხილეს და სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბრისას კორონავირუსის მსოფლიო პანდემია განიხილეს. კრემლის ინფორმაციით, ორმა ქვეყანამ ინფექციის გავრცელების მომენტიდან მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარა.

რუსეთმა მაღალი შეფასება მისცა ჩინეთის ხელისუფლებისა და მთლიანად ჩინელი ხალხის მიერ დაავადების გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას.

ამასთან, კრემლის ინფორმაციით, პუტინი და ძინპინი სამედიცინო სფეროსა და სამკურნალო პრეპარატების შემუშავების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა