გიორგი გახარია - ეს არის გამოწვევა, რომელზეც ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში და  არც პანიკა, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს თამამი და ეფექტური

ეს არის გამოწვევა, რომელზეც ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს თამამი და ძალზე ეფექტური,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მზადაა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.

„მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, ეს არის გლობალური გამოწვევა, ეს არის გამოწვევა, რომელზეც ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს თამამი და ძალზე ეფექტური. დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც სპეციალური უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძო სექტორთან, სამედიცინო სექტორთან, რომლის მზაობაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, არის მნიშვნელოვანი და მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა მზადაა იმისთვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს“,- განაცხადა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს