თელავის საკარანტინო სივრციდან ერთი პირი თბილისში გადმოიყვანეს

თელავის საკარანტინო სივრციდან, მამაკაცი, რომელსაც ხველა აღენიშნება თბილისში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადასტურებენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, მას ტემპერატურა არ აქვს, თუმცა ხველა აღენიშნება. პროტოკოლი კი მის შესაბამის კლინიკაში გადაყვანას ითვალისწინებს.

ის პოლონეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული.

თელავის მუნიციპალიტეტში სულ სამი საკარანტინო სივრცეა, სადაც 133 მოქალაქე იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა