ჩინელი ექსპერტები - იტალიაში  მიღებული ზომები საკმარისი არ არის, ხალხი ქუჩებში დადის, სადილებსა და დღესასწაულებს მართავს

ჩინელი ექსპერტები, რომლებიც იტალიაში ჩავიდნენ, აცხადებენ, რომ ზომები, რომელიც ქვეყანამ მიიღო საკმარისი არ არის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„უხანში ქალაქის კარანტინის შემდეგ ერთ თვეში, ჩვენ ვხედავთ ინფიცირების შემთხვევების კლებას. აქ, მილანში, რომელიც ყველაზე რთული რეგიონია კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებით, მკაცრი კარანტინი არ მოქმედებს: საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ მუშაობს და ხალხი ქუჩებში დადის, სადილებს და დღესასწაულებს მართავენ სასტუმროებში და ნიღბებს არ ატარებენ. ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა მოქალაქე ჩაერთოს კორონავირუსთან ბრძოლაში“,-განაცხადა ჩინეთის წითელი ჯვრის ვიცე-პრეზიდენტმა, სან შუოპენგმა.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ იტალიაში ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა.

იხილეთ ვიდეო: ჩინელი ექსპერტები - იტალიაში მიღებული ზომები საკმარისი არ არის, ხალხი ქუჩებში დადის, სადილებსა და დღესასწაულებს მართავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა