აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მეოთხე დონის გაფრთხილება გამოსცა, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებს, არ იმოგზაურონ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მეოთხე დონის გაფრთხილება გამოსცა, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებს, არ იმოგზაურონ, კორონავირუსის პანდემიის გამო.

„შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს ამერიკის მოქალაქეებს არ იმოგზაურონ და თავიდან აიცილონ ყველა საერთაშორისო მოგზაურობა, COVID-19– ის გლობალური გავრცელების გამო“,-ნათქვამია სარეკომენდაციო განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, ამერიკის მოქალაქეები უნდა დაბრუნდნენ დაუყოვნებლივ ქვეყანაში, თუკი კონკრეტულ სახელმწიფოში, სადაც იმყოფებიან არსებობს მგზავრობის შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში კი ისინი მზად უნდა იყვნენ აღნიშნულ ქვეყნებში განუსაზღვრელი ვადით დარჩენისთვის.

„აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, უნდა აარიდონ ყველა საერთაშორისო მოგზაურობას თავი. ბევრ ქვეყანაში COVID-19 -ის გავრცელების გამო მოგზაურობაზე შეზღუდვებია დაწესებული, შემოღებულია სავალდებულო კარანტინები, დახურულია საზღვრები და აკრძალულია არარეზიდენტი პირებისთვის შესვლა, რის შესახებაც მხოლოდ მცირე დროით ადრე გაიცემა გაფრთხილება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია