მედია - რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა „როსპოტრებნადზორმა“ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაცქინის გამოცდა დიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“COVID-19 ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და კონტროლის მიზნით, “როსპოტრებნადზორის” ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო კვლევის ცენტრმა სწრაფად შეიმუშავა ვაქცინების პროტოტიპები, რომლებიც ექვს სხვადასხვა ტექნოლოგიურ პლატფორმაზეა დაფუძნებული,”- აღნიშნულია „როსპოტრებნადზორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ექსპერტებმა შეძლეს ვაქცინების შექმნა გრიპის ფართოდ გამოყენებული რეკომბინანტური ვირუსული ვექტორების საფუძველზე.

„ამ ეტაპზე აუცილებელია, ვაქცინის მგრძნობიარე ლაბორატორიულ ცხოველებზე გამოცდა,“- აცხადებენ „როსპოტრებნადზორში.“

მათი განმარტებით, აღიშნული ტესტების მიზანია ვაქცინის ყველაზე ეფექტური დოზის, სიხშირისა და გამოყენების მეთოდების განსაზღვრა.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსის 199 შემთხვევაა დადასტურებული და გარდაცვლილია 1 პაციენტი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა