გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი სამუშაოს ჩატარების გამო, 20 მარტს თბილისის რამდენიმე რაიონს, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორაციით, გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის V მიკრორაიონის, მუხიანის II, IVბ მიკრორაიონების, გიორგი ავალიშვილის, ალეკო გობრონიძის და ვახტანგ ფირცხალავას ქუჩების მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, ვარკეთილი-3 I, III, IV კვარტლების (ნაწილობივ), თეთრი ხევის დასახლების, შუამთის, თენგიზ ჩანტლაძის და ახვლედიანის ქუჩების მცხოვრებლებს. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ციხისძირის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა