საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - თუ ვინმე გიყვარს, ნუ ჩაეხუტები, ეს მტკივნეულია, მაგრამ აუცილებელია

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი ხალხს სთხოვს დისტანცია დაიცვან და ერთმანეთს არ ჩაეხუტონ, რათა ვირუსის გავრცელება კიდევ უფრო არ მოხდეს.

„თუ ვინმე გიყვარს, ნუ ჩაეხუტები. ეს ალოგიკურია, მტკივნეულია, მას შეიძლება ფსიქოლოგიური შედეგები მოჰყვეს, შემაშფოთებელია, მაგრამ ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ“,-აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 995 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 372-ს მიაღწია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო