მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალ ინფიცირებულებზე ეპიდემიოლოგიური ანალიზი არ იციან, ამდენად, უცნობია, რომელი კლასტერია ან ახალი შემთხვევაა თუ არა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალ ინფიცირებულებზე ეპიდემიოლოგიური ანალიზი არ იციან, შესაბამისად, უცნობია, რომელი კლასტერია ან ახალი შემთხვევაა თუ არა. როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი ინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში არ არიან მოთავსებულები.

„დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაემატა სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი. ისინი ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებულები. მათი ეპიდანამნეზს ვერ გეტყვით ზუსტად იმიტომ, რომ ეს ახალი ინფორმაციაა. ეპიდემიოლოგიური ანალიზი ჯერჯერობით არ ვიცით, რომელი კლასტერიდან არის და ახალი შემთხვევაა თუ არა. რაც შეეხება ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ 31 პაციენტს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. არიან მსუბუქი, საშუალო და მძიმე შემთხვევები გვაქვს, მაგრამ ყველა სტაბილურად არის”, - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა