ლევან რატიანი - თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხივე პაციენტის მდგომარეობა დღეისათვის სტაბილურია.

მისივე განმარტებით, გუშინ 16 საეჭვო შემთხვევა შევიდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ტესტიდან მიღებული პასუხები ყველას შემთხვევაში უარყოფითია.

„კლინიკაში ამ ეტაპზე 81 პაციენტია. გუშინ 16 საეჭვო შემთხვევა შემოვიდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ტესტიდან მიღებული პასუხები, საბედნიეროდ, ყველა შემთხვევაზე უარყოფითია. რაც შეეხება ოთხ პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული Covid 19-ით, მათი მდგომარეობა დღეისათვის სტაბილურია.

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანას სახელმწიფო პროტოკოლი არ გააჩნია მკურნალობის სტანდარტთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენი კლინიკა ხელმძღვანელობს მარსელის საუნივერსიტიტო კლინიკის მიერ გამოყენებული პროტოკოლითა და გაიდლაინით. აღნიშნული მკურნალობის ჩატარებამ მოგვცა ეფექტი. ამ ეტაპზე ოთხივე პაციენტის მდგომარეობა დადებითი კლინიკური მდგომარეობით ფასდება და მიმაჩნია, რომ დღეს მკურნალობის სისტემასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო შეიკრიბება და ჩვენს მკურნალობის პროტოკოლში გათვალისწინებული იქნება აღნიშნული მკურნალობის ტაქტიკა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა