ლევან რატიანი - თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია ოჯახი, რომელიც შეკრებაზე იყო, ასევე ცოლ-ქმარი და 80 წლის ქალი, რომელიც ცოლ-ქმრის კლასტერს წარმოადგენს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული 80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს.

როგორც რატიანი განმარტავს, აღნიშნულ პაციენტთან სუნთქვის უკმარისობის კლინიკა შემცირებულია.

„რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, ჩატარებული მკურნალობის შემდეგ გასულია 24 საათი, ქალბატონის მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით, სუნთქვის უკმარისობის კლინიკის ხარისხი შემცირებულია, ბუნება-განწყობილება აღნიშნულ პაციენტთან დადებითად ფასდება. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია.

ჩვენთან გახლავთ ოჯახი, თუ რა ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ნამდვილად ვერ გეტყვით, შემიძლია გითხრათ, რომ შეკრებაზე იყვნენ. ცოლ-ქმარი ჩვენ კლინიკაში 48 საათის წინ მოთავსდნენ, ჩატარებული მკურნალობის შედეგად ქალბატონთან და ბატონთან ცხელების ეფექტი არ ფიქსირდება, აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. მეოთხე პაციენტი, რომელიც ასაკით 80 წლისაა, წარმოადგენს იმ კლასტერს, რომელსაც ცოლ-ქმარი წარმოადგენს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია“, - განაცხადა რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა