ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით საქართველოს 20-მდე მოქალაქეა დაინფიცირებული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით საქართველოს 20- მდე მოქალაქე დაინფიცირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაინფიცირებულთა დიდი წილი მოდის იმ ქვეყნებზე, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეების კონცენტრაცია.

„ამ დროის მონაცემებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით საქართველოს 20-მდე მოქალაქის დაინფიცირება ფიქსირდება. მათი დიდი წილი მოდის იმ ქვეყნებზე, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეეების კონცენტრაცია. თითოეული შემთხვევა მონიტორინგზე აქვთ აყვანილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს. ისინი ყოველდღიურ კავშირზე იმყოფენიან ჩვენს მოქალაქეებთან და ასვე მედიკოსებთან. პაციენტების უმეტესობას კორონავურუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება და მკურნალობას გადიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ხშირ შემთხვევაში ადგილობრივად. ბევრ მათგანს სტაციონართან კომუნიკაციაში სწორედ საქართველოს წარმომადგენლობები დაეხმარნენ. კიდევ ერთხელ შეგახსნეებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს დავალებით საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. ყველგან ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა“, - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო