თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი - დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციას - თუ მოხდა ორგანიზმის ინფიცირება, არ უნდა მივეცეთ დეპრესიას

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ადამიანის ემოცია ასრულებს.

როგორც ლევან რატიანმა განმარტა, ჩატარებული ცდის შედეგის მიხედვით, პაციენტებს, რომელთაც კარგი განწყობა და ბრძოლის უნარი აქვთ, ვირუსი 12-15 დღეში დაამარცხეს.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციას. დასნეულებულ პაციენტებს ჩაუტარეს ასეთი ცდა, დაჰყვეს ორ ჯგუფად: დეპრესით მიმდინარე კორონავირუსით ინფიცირებული და არადეპრესიით მიმდინარე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები. ამის შემდეგ მელატონინის კონცენტრაცია შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც გააჩნიათ კარგი განწყობა და ბრძოლის უნარი, 12-დან 15 დღეში ვირუსის ელიმინაცია მოხდა. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო, თუ მოხდა ჩვენი ორგანიზმის ინფიცირება, არ უნდა მივეცეთ დეპრესიას, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიყოთ კარგ ხასიათზე, რომ ეს ყველაფერი გადავლახოთ“, - განაცხადა რატიანმა.

იხილეთ ვიდეო: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს