ირაკლი ჩიქოვანი - სურსათის ობიექტებისა და საკოლმეურნეო ღია ბაზრობების, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს, გარდა კვებისა და სურსათის სავაჭრო ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობებისა, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურებისა.

შესაბამისი განცხადება ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, რომ მათ წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რათა განისაზღროს ახალი გეგმები“, - განაცხადა ჩიქოვანმა და აღნიშნა, რომ სტიმულირების პაკეტი ჩვენს ბიზნესებსა და მოქალაქეებს საშუალებას მისცემს გაუმკლავდნენ კორონავირუსის ეფექტს.

იხილეთ ვიდეო: სურსათის ობიექტებისა და საკოლმეურნეო ღია ბაზრობების, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს - ირაკლი ჩიქოვანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს