ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას - თუ თვლით, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები და გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი, გამოიყენეთ ჩვენი ცხელი ხაზი

თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები და გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი, პირველ რიგში, გამოიყენეთ ჩვენი ცხელი ხაზი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას მოუწოდა.

მისივე თქმით, ყოველივე ამის შემდეგ სპეციალისტები დაუკავშირდებიან კონკრეტულ ინდივიდს და მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ როგორ მოხდება მისი ტრანსპორტირება ამა თუ იმ საავადმყოფოში და რა მეთოდები იქნება საჭირო იმისათის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული.

„მინდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგაცნოთ და ასევე მოგიწოდოთ ყველას, რომ თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები და გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი, პირველ რიგში, გამოიყენოთ ჩენი ცხელი ხაზი, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის თუ არა ეს კავშირი საეჭვო და საჭიროებს თუ არა ჰოსპიტალიზაციას. ყოველივე ამის შემდეგ ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ როგორ მოხდება თქვენი ტრანსპორტირება ამა თუ იმ საავადმყოფოში და რა მეთოდები არის საჭირო იმისათვის, რომ თქვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული და ასევე იყოს დაცული ჩვენი იმ პერსონალის ჯანმრთელობა, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის რეჟიმში ზრუნავენ თქვენს ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს