გიორგი ვაშაძის განცხადებით, 3-კომპონენტიანი სტრატეგია აქვს, რომელიც კორონავირუსზე სწრაფი ტესტირებისა და დიაგნოსტიკისთვის ეფექტური მეთოდი იქნება

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე კარგი საშუალება, ადგილზე სწრაფი დიაგნოსტირებაა, რაც ჩინეთისა და სამხრეთ კორეის გამოცდილებამ დაადასტურა.

როგორც გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლებასა და საზოგადოებას 3 კომპონენტიან სტრატეგიას სთავაზობს, რომელიც მოსახლეობის სწრაფი ტესტირებისა და დიაგნოსტიკისთვის ეფექტური მეთოდი იქნება.

„მსოფლიოში არსებობს საუკეთესო გამოცდილებები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის. მე მინდა სტატისტიკა მოგიყვანოთ, ჩინეთში გარდაცვალების მაჩვენებელი არის 1,4 %, იტალიაში 8,3% , სამხრეთ კორეაში 1,1%. შესაბამისად, კითხვა უნდა დავსვათ რა გააკეთა ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ ისეთი, რომ შეამცია გარდაცვალებების რაოდენობა და რაც მთავარია, ბოლო ორი დღეა ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადაცემაც კი აღარ არის. ამის ერთადერთი საფუძველი არის სწრაფი დიაგნოსტიკა ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ, საზოგადოებას და ხელისუფლებას 3 - კომპონენტიან სტრატეგიას. პირველი ეს არის, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა შეიძინოს 1 მილიონი სწრაფი ტესტი, ხოლო პისიარტესტი 200 ათასი. მეორე, ისევე როგორც აშშ-ში მოხდა, უნდა გააუქმოს ყოველგვარი ზედმეტი მოთხოვნები კერძო ლიცენზირებული ლაბორატორიების მხრიდან ტესტების ჩატარებასთან დაკავშირებით და მესამე, უნდა შეიმუშაოს კომპლექსური მექანიზმი, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეებში დიაგნოსტიკის, ტესტირების, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ადამიანების ტესტირება და დიაგნოსტიკა. აქვე მინდა მივუთითო, ტესტების ფასი ჩინეთში, არის სწრაფი ტესტის 5 დოლარამდე, ხოლო პისიარტესტის 10 დოლარამდე. რატომ ვამბობ ამას? არც ჯანდაცვის სამინისტრომ და მათ შორის, არც კერძო ლაბორატორიებმა არ გააკეთოთ სპეკულაცია ტესტების ფასებით, იმიტომ, რომ ეს ახლა არის დანაშაულის ტოლფასი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს