„ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ინტერნეტვაუჩერი გადაეცეთ

ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ინტერნეტვაუჩერი უნდა გადაეცეთ. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქით, აღნიშნული გეგმის მიხედვით, 15 მილიონი ლარის ფარგლებში ინტერნეტზე წვდომა 90 ათას მოსწავლესა და 10 ათას სტუდენტს ექნება.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ იყო ჩასაფრებული პოზიციიდან. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას ვთავაზობთ ინიციატივებს და ძალიან კონკრეტულ, რეალისტურ გეგმებს, რომლის განხორციელების შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათები ექნებათ.

დღეს მინდა ჩვენი ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე ეტაპის კონკრეტული ინიციატივა წარმოგიდგინოთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. დღეს გესაუბრებით ინტერნეტ ვაუჩერზე, რომელიც აუცილებელია გადაეცეს ყველა იმ ბავშვს, მოსწავლეს და სტუდენტების ნაწილს, ვინც ვერ ახერხებს ინტერნეტთან წვდომას და არ აქვს ელემენტარული წვდომა ჩვენი ცივილიზაციის საერთო სიკეთესთან, განათლებასთან. სრულიად რეალისტურია, რომ საქართველოში 90 ათას მოსწავლესა და 10 ათას სტუდენტს დაურიგდეს ინტერნეტ ვაუჩერი. ბევრია ოჯახი, ვისაც არ შეუძლია პირველადი გადახდა და შემდეგ ამ კომუნიკაციებით სარგებლობა. ხელისუფლებას და საზოგადოებას, ამ მძიმე კრიტიკის ფონზე ვთავაზობთ კონკრეტულ ინიციატივას, ეს არის ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე პუნქტი, ინტერნეტ ვაუჩერი, რომელიც 15 მილიონი ლარის ფარგლებში დაურიგდება 90 ათას მოსწავლეს, ვინც არიან სოფლებში და 10 ათას სტუდენტს, რომელთაც არ აქვთ საშუალება ონლაინ კლასები აწარმოონ“,- განაცხადა დეკანოიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ინტერნეტვაუჩერი უნდა გადაეცეთ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო