რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლის ინფორმაციით, მათ კლინიკაში 46 პაციენტი იმყოფება, 4 ბინაზე გაეწერება, 10-მდე პირი კი თვითიზოლაზიაში და საკარანტინო ზონებში გადავა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის, თეა თავართქილაძის განცხადებით, მათ საავადმყოფოში ჯერჯერობით ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ არის.

რაც შეხება სხვა პაციენტებს, როგორც თავართქილაძემ აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 46 პაციენტი იმყოფება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, დაახლოებით 4 პაციენტი ბინაზე გაეწერება, 10-მდე პაციენტი კი თვითიზოლაზიაში და საკარანტინო ზონებში გადავა.

თავართქილაძის განმარტებით, გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ 7 პაციენტს ჩაუტარდა კორონავირუსზე ანალიზი და ყველას პასუხი უარყოფითია. როგორც მან აღნიშნა დღეს კიდევ 10 პაციენტს ჩაუტარდება კორონავირუსზე ტესტირება.

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 46 პაციენტი. ყველა მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ პნევმონია, მათი მდგოარეობაც არის დამაკმაყოფილებელი. ჯერჯერობით ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ჩვენს კლინიკაში არ არის. ჩვენი კლინიკიდან დაახლოებით 4 პაციენტი გაეწერება ბინაზე, 10 პაციენტამდე გადავა თვითიზოლაციაში და საკარანტინო ზონებში. გუშინ მოხდა 7 პაციენტის ტესტირება, ყველას პასუხი მოვიდა ნეგატიური. დღეს ვაპირებთ, რომ კიდევ 10 სხვა პაციენტი გაიტესტოს ვირუსზე და დაველოდებით შედეგებს.

ძირითადად ტესტირება ხდება ისეთ პაციენტებთან, რომლესაც აქვთ ეპიდანამნეზი, ან მოგზაურობის ან ვირუსთან რაღაც შემხებლობის“, -აღნიშნა თეა თავართქილაძემ.

როგორც თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სხვა საკარანტინო ზონებში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ამ პაციენტებს რაიმე სიმპტომები გამოუჩნდებათ, მათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანენ შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად, რის შემდეგაც მოხდება მათი უკან დაბრუნება.

იხილეთ ვიდეო: რესპუბლიკურ საავადმყოფოში 46 პაციენტი იმყოფება, 4 ბინაზე გაეწერება, 10-მდე პირი კი თვითიზოლაზიაში და საკარანტინო ზონებში გადავა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა