გია ვოლსკი - იწყება პერიოდი, როცა ყველაფერი არ არის ჯანდაცვის მუშაკების ხელში, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვემზადოთ უკვე წინაკრიზისული პერიოდისთვის

იწყება პერიოდი, როცა არ კონტროლდება და არ არის ყველაფერი ჯანდაცვის მუშაკების ხელში, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვემზადოთ უკვე წინაკრიზისული პერიოდისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვა, რადგან „მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა.“

„პირველი ეტაპი საკმაოდ წარმატებით გავიარეთ და ალბათ ის აპლოდისმენტები ეკუთვნოდათ ექიმებს და შეიძლება კიდევ მეტი აპლოდისმენტი და ჩვენი მადლიერებაც. ისევე როგორც სხვა სტრუქტურებს, პოლიციაა ეს თუ სხვა სტრუქტურები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

მაგრამ იწყება პერიოდი, როცა არ კონტროლდება და არ არის ყველაფერი ჯანდაცვის მუშაკების ხელში, რაც არ უნდა მაღალი დონის ექსპერტები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვემზადოთ უკვე წინაკრიზისული პერიოდისთვის და ვფიქრობ, ნაკლები დანაკარგებით გამოვალთ, ვინაიდან ეს მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ კარგად ჩავიარეთ. აქედან გამომდინარე, ადამიანების თვითშეგნება, დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ იქნება საგანგებო მნიშვნელობის. სამწუხაროდ, კიდევ იყო ამ დღეებში ფაქტები, იქ ქორწილი გადაიხადა ვიღაცამ, იქ ხალხმრავალი შეკრება იყო და ყურადღებით უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პარლამენტის როლს, პარლამენტი და მთავრობა ახლა მუშაობის ერთ რეჟიმში არიან და უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნება სრულ შესაბამისობაში, კოორდინაციაში ერთმანეთთან,“- განახადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა