გია ვოლსკი - საკონსტიტუციო ცვლილებების მოსწრება შეიძლება - ვფიქრობ, კრიზისის ის დონე არ იქნება, რომ ამ ცვლილებების განხორციელება ვერ შევძლოთ

საკონსტიტუციო ცვლილებების მოსწრება შეიძლება და ველოდებით, რომ საქართველოში კრიზისის ის დონე არ იქნება, ამ ცვლილებების განხორციელება რომ ვერ შევძლოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ვერ მოესწროს.

ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის დამტკიცება, სავარაუდოდ, მოესწრება.

„პარლამენტის თავმჯდომარე, სპიკერატი მუდმივ კონტაქტზეა ოპონენტებთან და პოზიციების სრული თანხვედრა იქნება. ვფიქრობ, რაღაც განსხვავებებიც დაძლეული იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებების მოსწრება შეიძლება და ველოდებით, რომ საქართველოში კრიზისის ის დონე არ იქნება, ამ ცვლილებების განხორციელება რომ ვერ შევძლოთ. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები თუ არ ჩამოყალიბდა, ამ მხრივ იქნება სრული თანხვედრა. საქართველოს პოლიტიკური ნაწილი მობილიზებულია, რომ ეს ცვლილებები განახორციელოს. რასაკვირველია, მოსალოდნელია ცალკეული დესტრუქციული განცხადებები, ქმედებები. ამას, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ მთლიანობაში, მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე უპასუხისმგებლობას გამოიჩენს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო